Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა ”საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირეტორი


თანამდებობიდან გადადგა ”საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია. სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა მისი თხოვნა გადადგომის შესახებ. ეზუგბაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ”საქართველოს რკინიგზამ” მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად, რომელსაც დირექტორთა საბჭო მართავდა. ”შესაბამისად, მე, როგორც გენერალური დირექტორი, პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ წლებში მიიღო დირექტორთა საბჭომ”, - აღნიშნავს ეზუგბაია. მან მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ”საქართველოს რკინიგზის” ყველა თანამშრომელს და მოუწოდა მათ, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ და მშვიდად შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა არ დაზარალდეს კომპანიის საოპერაციო მართვა და უსაფრთხოება.
XS
SM
MD
LG