Accessibility links

logo-print

ლიბანში უშიშროების გენერალზე თავდასხმის შემდეგ შეტაკებები გრძელდება


ლიბანის სხვადასხვა არეალში შეტაკებები მოხდა უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმოადგენელეზე პარასკევს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. გენერალ ვისამ ალ-ჰასანს, რომელიც სირიის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა, თავს დაესხნენ და მოკლეს ბეირუთში, 19 ოქტომბერს. ლიბანის ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ მკვლელობის უკან სირია დგას. განრისხებულმა დემონსტრანტებმა გენერლის დასაფლავების შემდეგ, 21 ოქტომბერს სცადეს მთავრობის სასახლეზე იერიშის მიტანა. ისინი თვლიან რომ პრემიერი დამასკის მარიონეტია. ლიბანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტრიპოლიში შეტაკების დროს სამი პირი დაიხოცა. ლიბანის არმიასა და შეიარაღებულ რაზმებს შორის შეტაკება მოხდა ბეირუთის ჩრდილოეთში. ლიბანის არმიამ გამოაცხადა, რომ ის
გადაჭრით იმოქმედებს, რათა დაძაბულობას ბოლო მოეღოს და პოლიტიკოსებს და დემონსტრანტებს მოუწოდა სიმშვიდისკენ. აშშ-მა განაცხადა, რომ დაეხმარება ლიბანს გენერალ ვისამ ალ-ჰასანის მკვლელობის გამოძიებაში.
XS
SM
MD
LG