Accessibility links

logo-print

კახა კალაძე: "კალა კაპიტალი" დაიწყებს კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას


ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახა კალაძე განცხადებით გამოეხმაურა მედიით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კომპანია ”კალა კაპიტალი” სააქციო საზოგადოება "საქჰიდროენერგომშენის" აქციათა 45%-ს ფლობს. ”საქჰიდროენერგომშენი სხვა პროექტებთან ერთად ახორციელებს ენერგეტიკულ პროექტებსაც და ამდენად, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ჩემი გამწესებიდან 10 დღის ვადაში "კალა კაპიტალი" დაიწყებს კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას”, - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში. მინისტრობის კანდიდატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი სხვა ბიზნესსაქმიანობის შესახებაც მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები.
XS
SM
MD
LG