Accessibility links

logo-print

ლევან ბერძენიშვილმა საქართველოდან გაქცევად შეაფასა დიმიტრი შაშკინის მოქმედება


თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოქმედება საქართველოდან გაქცევად შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა. "როცა საუბარია იმაზე, რომ შაშკინი, ადეიშვილი და ახალაიები სამშობლოს ტოვებენ, ამის მოტივია არა ის, რომ ვინმე პოლიტიკურ დევნას უპირებს, არამედ ის, რომ სამართლებრივი სისტემის ეშინიათ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა. მან დასძინა, რომ სამართლებრივი შეფასებისგან თავს შეიკავებს, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ამასთან, ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თუ შაშკინს საქართველოს მიმართ რაიმე "სამართლებრივი ვალი" აქვს, ქვეყანა მას ყველგან იპოვნის. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გადაწყვეტილების კომენტირებისას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიმიტრი შაშკინის ნაცვლად პასუხს ვერ გასცემს. ამასთან, თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ შაშკინმა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა, კარგი სამსახური იშოვა, ან ”მართლაც რაღაცას გაექცა.”
XS
SM
MD
LG