Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის გაზის გაიაფების იმედი აქვს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი მის ქვეყანას გაზს მისაღებ ფასებში მიაწვდის. რუსეთის გაზის ფასების თემა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების მთავარი მიზეზია. ამ თემაზე ისაუბრეს ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც მოსკოვში ჩავიდა ორშაბათს და მისმა კოლეგამ, მასპინძელმა, ვლადიმირ პუტინმა. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოლაპარაკება გრძელდება და უკრაინა მოელის „სამართლიან და მისაღებ“ ხელშეკრულებას ფასების შესახებ. 2009 წელს დადებული ათწლიანი შეთანხმებით, უკრაინა ათას კუბურ მეტრ გაზში რუსეთს 420 დოლარს უხდის. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მიკოლა აზაროვმა, ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მოსკოვი ამ ფასს 60 პროცენტით შეამცირებს, თუ უკრაინა საბაჟო კავშირს შეუერთდება. ამ კავშირში რუსეთის გარდა ბელორუსია და ყაზახეთი შედიან.
XS
SM
MD
LG