Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზელთა პროფკავშირმა გამაფრთხილებელი გაფიცვა დაიწყო


დღეს რკინიგზელთა პროფკავშირი გამაფრთხილებელ გაფიცვას ჩაატარებს. პარალელურად, "საქართველოს რკინიგზელთა პროფკავშირი" და შპს "საქართველოს რკინიგზის" ადმინისტრაცია დღეს კოლექტიური მოლაპარაკების მეორე რაუნდს გამართავენ. მოლაპარაკებები გაიმართება შპს "საქართველოს რკინიგზის" ცენტრალურ ოფისში. რკინიგზელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვა 24 ოქტომბერს მთელი კომპანიის მასშტაბით ჩატარდება. რკინიგზელები ხელფასების მომატებას, შრომის პირობების გაუმჯობესებას, პროფკავშირული აქტიურობის გამო დასჯილი თანამშრომლების უფლებების აღდგენას და საპრემიო სისტემების სამართლიან ჩარჩოებში მოქცევას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG