Accessibility links

logo-print

ავღანეთში შეტაკებაში პოლიციის და არმიის მებრძოლები დაიღუპნენ


ექსტრემისტებთან შეტაკებაში ათამდე პოლიციელი და ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის ჰერათის პროვინციაში. ჰერათის ხელისუფლების ინფორმაციით თალიბანის მებრძოლები ობეს რაიონში თავს დაესხნენ სამხედროების ბადრაგს. დაღუპულთა შორის არიან ობეს რაიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და მეზობელი, ჩეშტეს რაიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. შეტაკებაში სამი ექსტრემისტიც მოკლეს. მომხდარ თავდასხმაზე მიმდინარეობს გამოძიება. დგინდება თავდამსხმელებისა და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა.
XS
SM
MD
LG