Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა ნაწილს მინისტრის მოადგილედ ლელა გულედანის ხილვა სურს


გადმოწერა

23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან შეიკრიბა ოცდაათამდე დევნილი, რომლებმაც კოალიციას შესთავაზეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილედ დანიშნოს ლელა გულედანი. აქციაზე შეკრებილი დევნილები ამბობენ, რომ მათი პრობლემები უკვე 20 წელია მოუგვარებელი რჩება, რის გამოც სურთ, მინისტრის მოადგილედ სანდო და გამოცდილი პირი იხილონ. მათივე თქმით, ლელა გულედანი შეაჩერებს დევნილების თბილისიდან რეგიონებში გასახლების პროცესს და იმ ბინების დაკანონებაზე იზრუნებს, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ. ამჟამად ლელა გულედანი გაერთიანების - „დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის“ - აღმასრულებელი დირექტორია.

XS
SM
MD
LG