Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ში ახალი ორგანო - ანტიკორუფციული ცენტრი შეიქმნება


კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ცენტრი ჩამოყალიბდება. ამის თაობაზე საქართველოს პარლამენტის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მომავალი მინისტრი სხვა სიახლის ინიციატივითაც გამოდის. კერძოდ, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი გაუქმდება, მათი ფუნქციები კი სხვა სტრუქტურებზე გადანაწილდება. ამასთან, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, აღნიშნული გეგმა მას სამინისტროს დეპოლიტიზაციის საშუალებად ესახება.
XS
SM
MD
LG