Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგს


საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დუბაიში ესწრება საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს, სასწაული და რეფორმების შედეგი უწოდა მსოფლიო ბანკის ახალ რეიტინგს, რომლის თანახმად, ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველომ შარშანდელი მე-16 ადგილიდან მეცხრეზე გადაინაცვლა. ”მე ვისურვებდი, რომ საქართველომ გააგრძელოს წარმატებული აღმშენებლობა და საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას დაეთანხმოს იქ, სადაც უნდა დაეთანხმოს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მე-9 ადგილი საოცრებად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ დადებითი ტენდენცია შენარჩუნდება და არაფერი არ დაინგრევა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კვლავაც ივლის მთელ მსოფლიოში და განაგრძობს საქართველოს პოპულარიზაციას, რათა ქვეყანაში ჩამოვიდეს უფრო მეტი ბიზნესმენი და ტურისტი და ყოველივე ამის შედეგად, ქართველმა ხალხმა უკეთესად იცხოვროს.
XS
SM
MD
LG