Accessibility links

logo-print

თინა ხიდაშელი: ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც სწორედ შანტაჟს ებრძოდა


საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებას სიცრუე და უპასუხისმგებლობა უწოდეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. "მე კარგად მესმის ჩიორა თაქთაქიშვილის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების, რომლებიც ადამიანების წინააღმდეგ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობენ, რადგან ეს პარტია სწორედ ამ ფორმებს იყენებდა მთელი 8 წლის განმავლობაში”, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა. მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” ნაციონალურ მოძრაობას შეახსენებს, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც სწორედ შანტაჟს, მუქარას და ძალადობას ებრძოდა და ეს ყველაფერი წარსულს ჩააბარა.
XS
SM
MD
LG