Accessibility links

ჩიორა თაქთაქიშვილი: ზეწოლა ხორციელდება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კოალიცია "ქართულ ოცნებას" არაკონსტრუქციულ და უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ქუთაისის პარლამენტთან დღეს შეიკრიბნენ უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა სახელით დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად არადემოკრატიული და არაკანონიერი მეთოდებით ახდენს ზეწოლას ”მთელ რიგ დეპუტატებზე.” კონკრეტული პირები თაქთაქიშვილს არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ პირველ ყოვლისა, ზეწოლა ხდება დეპუტატებზე, რომლებიც ბიზნესს ფლობენ. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობა ირწმუნება, რომ დეპუტატების ნათესავებს აშინებენ და სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებიან. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, თუ ”ქართული ოცნება” განაგრძობს მსგავსი მეთოდებით მოქმედებას, ეს შეუძლებელს გახდის საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის კონსტრუქციულ საქმიანობას.
XS
SM
MD
LG