Accessibility links

logo-print

გაერო სირიაში შესაძლო სამშვიდობო მისიისათვის ემზადება


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაიწყო მომზადება სირიაში შესაძლო სამშვიდობო ქვედანაყოფის გაგზავნისა იმ შემთხვევისათვის, თუკი მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშვიდობო ოპერაციების დარგში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ერვე ლადსუსმა განუცხადა. „იმის გათვალისწინებით, რომ უშიშროების საბჭომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, ჩვენ უკვე ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლიათ დავეხმაროთ სირიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესს, პირველ ყოვლისა სამოქალაქო პირების დაცვის თვალსაზრისით.“ გაეროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება მოჰყვა სირიის საკითხებში გაეროსა და არაბული ლიგის შუამავალი ლახდარ ბრაჰიმის ბოლოდროინდელ შეხვედრებს. ბრაჰიმი ცდილობს, რათა მოკონფლიქტე მხარეები, იდ ალ აჰდის დღესასწაულის დღეებში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაიყოლიოს. ლადსუსის ინფორმაციით სირიაში მიმდინარე ბრძოლებში ყოველდღიურად 150-დან 200 ადამიანამდე იღუპება.
XS
SM
MD
LG