Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხა


ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ბრიტანეთის პარლამენტში კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა. ჯორჯ ენტუისლის პარლამენტში გამოძახება მას შემდეგ გადაწყდა, რაც „ბიბისიმ“ ეთერიდან მოხსნა ერთ-ერთი პროგრამა, რომელსაც წინ უძღოდა ბრალდებები, რომ ჯიმი სავილი, ქვეყანაში ცნობილი საესტრადო მომღერალი, პედოფილია. პოლიციის თანახმად სავილს 60 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 200 გოგონა ჰყავდეს გაუპატიურებული. გადაცემა „ნიუსნაიტის“ რედაქტორმა პიტერ რიპონმა ბოლოს და ბოლოს აღიარა, რომ სავილისადმი მიძღვნილი პროგრამა სარედაქციო მიზეზით მოხსნეს ეთერიდან. „ბიბისი“ აცხადებს, რომ განცხადება იყო არასრულყოფილი და არაზუსტი და რიპონი ამის გამო თანამდებობიდან გადადგა. სავილი შარშან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG