Accessibility links

logo-print

რუსეთის სათათბირო აფართოებს „სამშობლოს ღალატის“ განსაზღვრებას


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც „სამშობლოს ღალატის“ განსაზღვრებას აფართოებს. კრიტიკოსები ამ ზომას კრემლის მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის გაძლიერებად აღიქვამენ. ამჟამად მოქმედი კანონით, სამშობლოს ღალატი განსაზღვრულია როგორც ჯაშუშობა, ან უცხოეთის სახელმწიფოსთვის გაწეული სხვა სამსახური, რომელიც რუსეთის საგარეო უსაფრთხოებას აყენებს ზიანს. ახალი კანონით კი დეფინიცია ფართოვდება და მოიცავს რუსეთის „კონსტიტუციური წესრიგის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული და სახელმწიფო ერთიანობის“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს. კანონპროექტი უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შეიმუშავა. მასში ასევე გათვალისწინებულია უცხო ქვეყნისთვის ან საერთაშორისო სააგენტოსთვის ფინანსური სამსახურის და კონსულტაციის გაწევა. როგორც მოელიან, კანონპროექტს ზედა პალატაც უპრობლემოდ დაამტკიცებს და პრეზიდენტიც ხელს მოაწერს.
XS
SM
MD
LG