Accessibility links

logo-print

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია ბოლო ფაზაში შევიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიტ რომნი წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზას შეუდგნენ. არჩევნების დღემდე უკვე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნო ღონისძიებების დიდი ნაწილი იმ შტატებშია დაგეგმილი, რომლებშიც თვალსაჩინო უპირატესობა ჯერჯერობით ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. ასეთი დაახლოებით 10 შტატია. მათ შორისაა: ოჰაიო, ფლორიდა, ჩრდილოეთი კაროლინა, ვირჯინია, აიოვა და ნევადა.
XS
SM
MD
LG