Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წელიწადნახევარში პოლიტიკიდან წასვლას აპირებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, წელიწადნახევარში ის პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა ქუთაისში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე. დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან დაინტერესდნენ, კონკრეტულად რა ვადებში და რა მოცულობის თანხით აპირებს „ქართული ოცნება“ პენსიის გაზრდის, დაზღვევის, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებისა და დასაქმების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ივანიშვილს კონკრეტული ვადები და თანხები არ დაუსახელებია, რადგან მისი განმარტებით, ბიუჯეტის რეალური შესაძლებლობები მისთვის ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში გამოძებნის პირადი სახსრებით დაფინანსების კანონიერ გზებსაც. „სპეციალური ფონდის დახმარებით ჩვენ ვაფინანსებდით პარლამენტარების ხელფასებს, რაც შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცის, ეს ხდებოდა კანონიერად და ასევე კანონიერი გზა გამოინახება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG