Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი უახლოეს მომავალში ვარაუდობს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებას


ქუთაისში, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მონაცემები, რა ფასად ყიდულობს საქართველო გაზს, რამდენი ეკუთვნის უფასოდ და რომ აზერბაიჯანისგან შეძენილი ბუნებრივი აირის საშუალო, კომერციული ფასი დისტრიბუციამდე დაახლოებით 143-153 დოლარია. ივანიშვილის თქმით, არსებობს კომპანიები, რომლებიც ფასს ხელოვნურად ზრდიან და დეტალებს ამის შესახებ პარლამენტი მოგვიანებით შეიტყობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მსგავსი ვითარებაა ელექტროენერგიის ტარიფის მხრივაც, რადგან ფასი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა ხელოვნური ჩარევითაა გაზრდილი. „მომავალში საჭირო იქნება მართვის ოპტიმიზაცია და უნდა მოვახერხოთ, რომ ჰესების მეპატრონე ქვეყნისთვის ელექტროენერგია იყოს გაცილებით იაფი“ - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ფასების დადგენაში მონაწილე კომპანიების ჩამოშორებით უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება ტარიფის შემცირება.
XS
SM
MD
LG