Accessibility links

logo-print

რუსი პარლამენტარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო


რუსი პარლამენტარები უკმაყოფილებას გამოთქვამენ „მაგნიტკსის სიის“ შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის გამო. გუშინ ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ეგრეთ წოდებულ „მაგნიტსკის სიას“, რომელიც უნდა წარედგინოს ევროპის საბჭოს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განცხადებით, ევროპელი დეპუტატების რეზოლუცია „მიმართულია ევროპისა და რუსეთის გათიშვისკენ“. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ლეონიდ სლუცკიმ დოკუმენტს „რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა“ უწოდა. რეზოლუციაში ევროსაბჭოს მისამართით გამოთქმულია რეკომენდაცია, შემოღებულ იქნეს სანქციები იმ რუსი მოხელეების მიმართ, ვისაც, ევროპარლამენტარების აზრით, ხელი ურევია მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში იურისტ სერგეი მაგნიტსკის დაღუპვაში. რეზოლუციაში გამოთქმულია წინადადება, ამ მოხელეებს არა მარტო აეკრძალოთ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა, არამედ გაიყინოს მათი საბანკო აქტივები ევროპაში.
XS
SM
MD
LG