Accessibility links

logo-print

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი შეხვდა გაფიცულ მაღაროელებს


ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა გაფიცულ ჭიათურელ მაღაროელებსა და მაღაროს მფლობელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს. მაღაროელებს, რომლებიც მერვე დღეა, გაფიცული არიან კვირიკაშვილი დაპირდა, რომ მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე შეისწავლის გაფიცულთა ყველა მოთხოვნას. მან დასძინა, რომ ჭიათურის მაღაროების ტექნიკურ უსაფრთხოებას შეისწავლის ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ინსპექცია. კვირიკაშვილის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებმაა პირობა დადეს, რომ ვითარებას გამოასწორებენ და ყველა ზომას მიმართავენ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს კომპანიის ნორმალური ფუნქციონირება. თავად მაღაროელები, მიღებული დაპირებების მიუხედავად, ჯერჯერობით არ აპირებენ გაფიცვის შეწყვეტას. დღესვე „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ვლადიმერ ლოჟინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მაღაროელები მუშაობას არ გააგრძელებენ, ის იძულებული იქნება ზესტაფონის „ფეროსთვის“ პროდუქცია სხვა ქვეყნებიდან შემოიტანოს. ჭიათურაში 17 ოქტომბრიდან გაფიცული მაღაროელები ხელფასის გაორმაგებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG