Accessibility links

logo-print

ნოდარ ხადური: ქვეყნის ხაზინაში 200 მილიონი ლარია


საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ნოდარ ხადურის მტკიცებით, სახელმწიფო ხაზინაში ამჟამად არის არა ორი მილიარდი ლარი (როგორც ამას ყოფილი ხელისუფლება ამტკიცებს), არამედ 200 მილიონი. ამის შესახებ ხადურმა საპარლამენტო უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, საგადასახადო შემოსავლებში არავითარი გადაჭარბება არ არსებობს და ცხრა თვის მონაცემებით, შემოსავლებმა 75% შეადგინა.
XS
SM
MD
LG