Accessibility links

logo-print

სირიაში დროებითი ზავი გამოცხადდება


სირიის ხელისუფლება დათანხმდა, მეამბოხეებთან დროებითი ზავი გამოაცხადოს. ზავის ძალაში უნდა შევიდეს პარასკევს, როცა იწყება მუსულმანთა რელიგიური დღესასწაული აიდ ალ-ათჰი. ამის შესახებ იუწყება სირიის საკითხებში გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი ლახდარ ბრაჰიმი. დიპლომატის თქმით, მან მოახერხა, შეხვედროდა შეიარაღებული ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, შეუერთდნენ საზავო შეთანხმებას. ბრაჰიმი იმედოვნებს, რომ თუ ზავის პირობები შესრულდა, ის, შესაძლოა, იქცეს უფრო ხანგრძლივი ზავის დადების შესახებ მოლაპარაკებების საფუძვლად. სირიის კონფლიქტი უკვე წელიწადნახევარზე მეტია, მძვინვარებს. ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა 20-დან 30 ათასამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG