Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პუსი რაიოტის“ წევრები დანიშნულების ციხეებში გადაიყვანეს


რუსული პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“ ორი წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა, რომლებსაც სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, დანიშნულების ციხეებში გადაიყვანეს. მათი ადვოკატის, ვიოლეტა ვოლკოვას ცნობით, ტოლოკონიკოვა დღეს მორდოვეთის ქალთა სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულებაში მოათავსეს. რაც შეეხება „პუსი რაიოტის“ მეორე წევრს, ვოლკოვამ განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ალიოხინა გადაიყვანეს პერმში, სასჯელაღსრულების 32-ე დაწესებულებაში. პანკ-ჯგუფის მესამე წევრს, ეკატერინა სამუცევიჩს, რომელსაც ასევე ორწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი რელიგიური შუღლის გაღვივების ბრალდებით, სასჯელი პირობითი პატიმრობით შეუცვალეს და 10 ოქტომბერს თავდებით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG