Accessibility links

logo-print

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა პალესტინელ მეამბოხეებსა და ისრაელის სამხედროებს შორის


ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაოფიციალური შეთანხმება ამოქმედდა პალესტინელ მეამბოხეებსა და ისრაელის სამხედროებს შორის. ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმედღიან სისხლისმღვრელ დაპირისპირებას მოჰყვა. მიმდინარე კვირაში მეამბოხეების მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო ცეცხლის შედეგად ისრაელის ხუთი მოქალაქე დაშავდა. ისრაელმა პალესტინელებს საჰაერო დარტყმით უპასუხა, რის შედეგადაც ოთხი მეამბოხე დაიღუპა. ღაზასთან საზღვრის ახლოს მდებარე ისრაელის სკოლები რამდენიმე დღე დახურული იყო და დღეს გაიხსნა. როგორც ცნობილია, ისრაელმა და ჰამასმა ეგვიპტის დახმარებით მიაღწიეს არაოფიციალურ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უცნობია ცეცხლის შეწყვეტის პირობები და ხანგრძლიობა. ჰამასის წყაროების თანახმად, მას არ სურს ბრძოლის გაგრძელება ეიდ ალ-ადჰის დღესასწაულის დღეებში.
XS
SM
MD
LG