Accessibility links

logo-print

აშშ-ს არ მიუცია „სტინგერი“ სირიის ოპოზიციისათვის


აშშ-ი უარყოფს ინფორმაციას სირიის ოპოზიციის შეიარაღებული ძალისათვის დედამიწა ჰაერის კლასის „სტინგერის“ სარაკეტო კომპლექსის გადაცემის თაობაზე. რუსეთი აცხადებს, რომ სირიელი მეამბოხეების შეიარაღებაში ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი აღმოჩნდა. ამავდროულად, გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა სირიის მთავრობას და ოპოზიციის შეიარაღებულ ჯგუფებს, რათა დათანხმდნენ ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. გაეროსა და არაბული ლიგის წარგზავნილმა ლახდარ ბრაჰიმიმ მოუწოდა მებრძოლ მხარეებს, დროებით შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება. სირიის მთავრობის მხრიდან ამ წინადადებაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს. ოპოზიციის მომხრე შეიარაღებული ძალებიდან დროებითი ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება სულ მცირე ერთმა ჯგუფმა მიიღო.
XS
SM
MD
LG