Accessibility links

რუსეთის ოპოზიცია აქტივისტების დევნის შეწყვეტას მოითხოვს


რუსეთის ოპოზიცია მოუწოდებს კრემლს, რათა შეწყდეს ოპოზიციის აქტივისტების მიმართ განხორცილებული დევნა და რეპრესიები. ახლადარჩეული რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ აამოქმედა ოპონენტებზე პირდაპირი ზეწოლის მეთოდები, რითაც რუსეთისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს უგულებელყოფს. აღნიშნული განცხადება „ლაივ ჯორნალში“ საკუთარ ბლოგზე რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ განათავსა. აღნიშნული მიმართვა მოჰყვა ოპოზიციის აქტივისტის ლეონიდ რაზვოზჟაევის განცხადებას, რომ იგი უკრაინიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს და ჩამოიყვანეს მოსკოვში, სადაც წამების შედეგად დააწერინეს აღიარებითი ჩვენება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოპოზიციის წევრების მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ განზრახული მასობრივი ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
XS
SM
MD
LG