Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანელი თანამშრომელი დააჯილდოვეს „ჟურნალისტური მამაცობისთვის“


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის თანამშრომელს ხადიჯა ისმაილოვას მიენიჭა პრემია „ჟურნალისტური მამაცობისათვის“. ნიუ-იორკში მოქმედმა ქალთა საერთაშორისო მედიაფონდმა, რომელიც ხელს უწყობს „ჟურნალისტი ქალების როლის გაძლიერებას მსოფლიო მასშტაბით“, საგანგებო ჯილდოთი აღნიშნა აზერბაიჯანელი, პაკისტანელი, ეთიოპიელი და პალესტინელი ჟურნალი ქალების გაბედული მოღვაწეობა. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტმა ხადიჯა ისმაილოვამ ჯილდო მიიღო აზერბაიჯანში კორუფციისა და მთავრობის წევრთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ მომზადებული სტატიებისთვის. ისმაილოვას გასაჩუმებლად, მიმდინარე წელს განხორციელდა შანტაჟის კამპანია. მარტის დასაწყისში ისმაილოვამ ფოსტით მიიღო ვიდეოდან გადაღებული თავისი სექსუალური ფოტოები, რომლებიც მოგვიანებით ინტერნეტითაც გავრცელდა.
XS
SM
MD
LG