Accessibility links

გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა


დღეს გამაფრთხილებელი გაფიცვა გამართეს ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებმა, რომლებიც ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, თუ პორტის ადმინისტრაცია მოთხოვნების შესრულებაზე უარს იტყვის, 1 ნოემბრიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. თავის მხრივ, ფოთის პორტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ კროულიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანამშრომლებს უფლება აქვთ პირობების გაუმჯობესება მოითხოვონ და ადმინისტრაცია მზად არის პრობლემის მოსაგვარებლად მათთან დიალოგი განაგრძოს. კროულიმ აღნიშნა, რომ წელს ხელფასი 19%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც დაგეგმილია ხელფასების გადახედვა თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისად.
XS
SM
MD
LG