Accessibility links

ავღანეთში 25 ექსტრემისტი მოკლეს


ავღანეთის ფარიაბის პროვინციის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ოთხშაბათს მომხდარ შეტაკებაში თალიბანის 25 მებრძოლი და 5 ადგილობრივი პოლიციელი დაიღუპა. მოკლულთა შორის ექსტრემისტთა ერთ-ერთი ლიდერიც იმყოფება. ოფიციალური ინფორმაციით, თალიბანის მრავალრიცხოვანმა რაზმმა დაიპყრო და ორი საათის განმავლობაში ინარჩუნებდა კონტროლს რეგიონის ერთ-ერთ კვარტალ მაიან დარა ბაზაარზე. ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს ავღანეთის სპეცდანიშნულების ნაწილი, რომლის მებრძოლებმაც ფარიაბის პროვინციის თალიბანის ჩრდილოვანი ხელმძღვანელი იაარ მუჰამედი და მისი 24 თანამებრძოლი დახოცეს. შეტაკებაში ხუთი პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG