Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია მზად არის, ყურბან- ბაირამის დღესაწაულის დროს მეამბოხეებთან ბრძოლა შეაჩეროს


სირიის არმიის მეთაურობამ გამოაცხადა, რომ მზად არის შეაჩეროს სამხედრო მოქმედება მეამბოხეთა წინააღმდეგ ყურბან-ბაირამის, ანუ იდ ალ-ადჰის დღესაწაულის დროს, რომელიც პარასკევს იწყება.ამავე დროს არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მეამბოხეთა ყოველგვარ აგრესიას ამ პერიოდში სათანადო პასუხს გასცემს. წინადადება ეკუთვნოდა სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლს, ლახდარ ბრაჰიმის. გაეროს უშიშროების საბჭოში განსხვავებული პოზიციები იყო სირიის საკითხზე, თუმცა, ოთხშაბათის განცხადებისთვის კენჭისყრისას საბჭოს 15-ვე წევრი ერთსულოვანი იყო და მოუწოდებდნენ მხარეებს ემუშავათ "ყველა სახის ძალადობის ხანგრძლივად შეწყვეტისთვის". გაეროს გენერალური მდივნის წარმმოადგენლის, მარტინ ნესირკის თანახმად, ბან კი მუნი მიესალმა შეთანხმებას, თუმცა, აღნიშნა ნესირკიმ, ვიცით რა მხარეებს შორის უნდობლობის შესახებ, დარწმუნებული ვერ ვიქნებით იმაში, თუ რა მოხდება, თუმცა იმედია, ცეცხლი შეწყდებაო, თქვა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.
XS
SM
MD
LG