Accessibility links

რაზვოზჟაევმა უარყო პირველი ჩვენება, რომელიც "ზეწოლის ქვეშ" მისცა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, დეპუტატი ლევ პონომარიოვის თანაშემწემ, ლეონიდ რაზვოზჟაევმა უარყო თავისი ადრე მიცემული ჩვენება. მისი ადვოკატის, მარკ ფეიგინის თანახმად, ოპოზიციონერმა დაწერა განცხადება, სადაც უარყოფს თავის ჩვენებას, რადგან ის "ზეწოლის ქვე"შ იყო მიცემული. ადრე გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ რაზვოზჟაევმა საკუარი ნებით მიმართა პოლიციას და განაცხადა, რომ ქართველი ოფიცილური პირი აფინანსებდა მოსკოვში ოპოზიციის გამოსვლებს. ადვოკატის თქმით, რაზვოზჟაევი კიევში დააკავეს „სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა“ , როგორც უკრაინა აცხადებს, და მოსკოვში ჩაივყვანეს. მოსკოვში აშშ-ის პრეს-ატაშემ, ჯოზეფ კრუზიჩმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ოფიციალურად გამოხატა შეშფოთება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე რაზვოზჟაევის გამო და თხოვა მოსკოვს, საქმე გულმოდგინედ გამოიძიოს.
XS
SM
MD
LG