Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაროვის პრემია მიენიჭათ ირანელ უფლებადამცველებს


„აზრის თავისუფლებისთვის“ დაწესებული ანდრეი სახაროვის პრემიის 2012 წლის ლაურეატები გახდნენ ირანელები ნასრინ სოთუდე და ჯაფარ პანაჰი. ადამიანის უფლებათა დაცვისათვის დაწესებული ევროპარლამენტის ჯილდოს პირველი ირანელი მფლობელების ვინაობა პარასკევს, სტრასბურგში გამოაცხადეს. ადვოკატი ნასრინ სოთუდე ცნობილია იმით, რომ იგი ირანის ოპოზიციური მოძრაობის აქტივისტებისა და სიკვდილმისჯილი პატიმრების უფლებებს იცავდა. შარშან იგი დამნაშავედ ცნეს ირანის ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევაში და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იმავე ბრალდებით 2010 წელს კინორეჟისორ ჯაფარ პანაჰის, ექვსწლიანი პატიმრობის გარდა, 20 წლით აეკრძალა ფილმების გადაღება. სახაროვის სახელობის ჯილდო 50 ათას ევროს შეადგენს. პრემიის ლაურეატობის კანდიდატთა შორის წელს იყვნენ ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბელიაცკი და რუსული პანკ-ჯგუფის „პუსი რაიოტის“ წევრები.
XS
SM
MD
LG