Accessibility links

logo-print

უდალცოვს ბრალი წაუყენეს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში


რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერს, მემარცხენე ფრონტის ხელმძღვანელ სერგეი უდალცოვს ბრალი წაუყენეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. რუსეთის საგამომძიებლო კომისიის წარმომადგენლებმა უდალცოვი პარასკევს დაიბარეს დაკითხვაზე. მემარცხენე ფრონტის ლიდერი წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. უდალცოვის გარდა არეულობის ორგანიზებაში ბრალდებულნი არიან ლეონიდ რაზვოზჟაევი და კონსტანტინ ლებედევი. მათ მიმართ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სკანდალურ დოკუმენტურ ფილმ „პროტესტის ანატომია 2“-ში ნაჩვენები ფარული ჩანაწერების საფუძველზე. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის ტელევიზია NTV-ის მიერ ნაჩვენები ფილმის თანახმად, აპრილში სერგეი უდალცოვი და ლეონიდ რაზვოჟაევი მინსკში კონსპირაციულად შეხვდნენ ქართველ პარლამენტარ გივი თარგამაძეს, რომელიც ფილმში რუსეთის ოპოზიციის მთავარ კონსულტანტად და დამფინანსებლად არის გამოყვანილი.
XS
SM
MD
LG