Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება გაგრძელდება და დასრულდება - ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” განუცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა. მისივე თქმით, "რაც შეეხება კონკრეტული პირების დანაშაულებრივ წვლილს, თუ საქმის გამოძიებისას მტკიცებულებების საფუძველზე გაჩნდება მსგავსი აზრი, მას შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცემა.” არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე გამოძიების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება. გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ გიორგი ჟვანიამ გასულ ღამით ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი დაასახელა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირების მონაწილეებად. გიორგი ჟვანიას წინასწარ განცხადებებს არასწორად მიიჩნევს და პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური. მისივე თქმით, გამოქვეყნებულია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური დასკვნა და თუ მასში ვინმეს ეჭვი ეპარება, დღევანდელ პოლიტიკურ პირობებში თავისუფლად შეუძლია ხელახალი გამოძიების ჩატარება.
XS
SM
MD
LG