Accessibility links

logo-print

ზავის პირველ დღეს დამასკში აფეთქებები მოხდა


დღეიდან სირიაში ამოქმედდა დროებითი ზავი, რომელიც მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის ყურბან ბაირამის განმავლობაში, ოთხ დღეს გასტანს. დღესვე დამასკის სამხრეთში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი ადამიანი. სირიელი აქტივისტების თანახმად, სამი ჯარისკაცი დარააში დაიღუპა ასევე მანქანის აფეთქების შედეგად. დამასკის და ალეპოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა შეტაკება არმიის ნაწილებსა და ექსტრემისტული გაერთიანების, მარეტ ალ-ნუმაენის რაზმელებს შორის. ეს ჯგუფი ზავს არ შეუერთდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას დაეთანხმა როგორც სირიის ხელისუფლება, ისე შეიარაღებული ოპოზიცია „თავისუფალი სირიის არმიის“ სახელით. დაპირისპირებულმა ძალებმა დაიტოვეს უფლება, რომ სროლითვე უპასუხონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერ შემთხვევას.
XS
SM
MD
LG