Accessibility links

logo-print

მილანის სასამართლომ ბერლუსკონის ოთხწლიანი განაჩენი გამოუტანა


მილანის სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის გადასახადების გადაუხდელობისთვის. ბერლუსკონის შეუძლია თავი აარიდოს სასჯელს, თუ განაჩენს გაასაჩივრებს. მან განაჩენს უწოდა „არარეალური“ და „პოლიტიზებული“ მოსამართლეების ნამოქმედარი. სასამართლომ ასევე დააკისრა ბერლუსკონის და საქმეში გამავალ მეორე პირს 10 მილიონი ევროს გადახდა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ბერლუსკონიმ და მისმა თანამოსაქმეებმა შექმნეს აშშ-იდან ფილმების შემოტანის და კერძო ტელეარხებით მათი ჩვენების უკანონო სქემა. გარიგება ხდებოდა ოფშორული ფირმების გზით. საფინანსო უწყებაში შედიოდა ცნობა, რომ გადასახადი გადახდილია, რეალურად კი თანხები არ ირიცხებოდა.
XS
SM
MD
LG