Accessibility links

logo-print

უკრაინაში წინასაარჩევნო „სიჩუმის დღეა“


საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს უკრაინაში „სიჩუმის დღეა“ და აკრძალულია ყოველგვარი აგიტაცია. კვირას საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში შერეული სისტემით ტარდება. მოქალაქეები 225 დეპუტატს პარტიული სიით და მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. პარტიის გამსვლელი ბარიერი 5 %-ია, მაჟორიტარულ ოლქებში კი გამარჯვებისათვის ხმების უბრალო უმრავლეოსბაც საკმარისია. არჩევნების წინა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორი იანუკოვიჩმა, რომელიც მმართველი რეგიონების პარტიის ლიდერია, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძვირფასო თანამოქალაქეებო, 20 ოქტომბერს უმაღლესი რადის მორიგი არჩევნებია იმართება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ვინაიდან ამ დღეს უკრაინელი ხალხი მომდევნო ხუთი წლის ვადით აირჩევს მისი ქვეყნის მომავალს.“ სოციოლოგიური გამოკითხვებით პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის ლიდერობს მმართველი რეგიონების პარტია (25-28%), მეორე ადგილზე ხმების 16-20%-ით გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელშიც „ბატკივშჩინა“, „ფრონტი ზმინი“ და ვიტალი კლიჩკოს „უდარი“ შედიან. მესამე ადგილს იკავებს უკრაინის კომუნისტური პარტია, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 9-11%-ის მიღების იმედი შეიძლება ჰქონდეს.
XS
SM
MD
LG