Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ არმიაში 113 მილიონი ლარის დეფიციტია


„საქართველოს შეიარაღებული ძალებში ჩვენ მნიშვნელოვანი პრობლემები დაგხვდა, მათ შორის არის 113 მილიონი ლარის დეფიციტი,“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. ირკალი ალასანიას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სუბიექტურმა თუ ობიექტურმა გარემოებებმა წარმოშვა აღნიშნული დეფიციტი სამხედრო უწყებაში, რომელიც საქართველო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრიორიტეტულ სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენდა. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მას აქვს საბიუჯეტო დეფიციტი პრობლემის გადაჭრის გეგმა, რომელსაც მომავალ კვირას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გააცნობს.
XS
SM
MD
LG