Accessibility links

logo-print

ზავის მიუხედავად სირიაში კვლავ იღუპებიან ადამიანები


უფლებათადამცველთა ინფორმაციით, სირიაში შაბათს კვლავ მოხდა შეტაკება, რაც მსხვერპლით დასრულდა. კერძოდ, ძალადობა დამასკის პროვინციაში, ასევე ქალაქებში ალეპოსა და დარააში მოხდა. პარასკევიდან, როდესაც ბაშარ ალ ასადისა და მისი მოწინააღმდეგე ოპოზიციის ფორმირებებს შორის ზავი დაიდო, სირიაში 146 კაცი დაიღუპა. 26 ოქტომბრიდან სირიაში ამოქმედდა დროებითი ზავი, რომელიც მუსლიმთა წმინდა დღესასწაულის ყურბან ბაირამის განმავლობაში, ოთხ დღეს გასტანს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას დაეთანხმა როგორც სირიის ხელისუფლება, ისე შეიარაღებული ოპოზიცია „თავისუფალი სირიის არმიის“ სახელით. დაპირისპირებულმა ძალებმა დაიტოვეს უფლება, რომ სროლითვე უპასუხონ მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერ შემთხვევას.
XS
SM
MD
LG