Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონის ადვოკატები პირველადი სასამართლოს გადაწვეტილებას გაასაჩივრებენ


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართა პარასკევს გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, სარჩელის განხილვას, რომელიც 10 ნოემბერს შევა ზემდგომ ინსტანციაში, შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. პარასკევს მილანის სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის გადასახადების გადაუხდელობისთვის. სასამართლომ ბერლუსკონის და საქმეში გამავალ მეორე პირს 10 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრა . ბრალდება ამტკიცებს, რომ ბერლუსკონიმ და მისმა თანამოსაქმეებმა შექმნეს აშშ-იდან ფილმების შემოტანის და კერძო ტელეარხებით მათი ჩვენების უკანონო სქემა. გარიგება ხდებოდა ოფშორული ფირმების გზით. საფინანსო უწყებაში შედიოდა ცნობა, რომ გადასახადი გადახდილია, რეალურად კი თანხები არ ირიცხებოდა. ბერლუსკონიმ განაჩენს უწოდა „არარეალური“ და „პოლიტიზებული“ მოსამართლეების ნამოქმედარი.
XS
SM
MD
LG