Accessibility links

logo-print

ევროკავშირის დელეგაციამ გააუქმა ირანში ვიზიტი


ევროპარლამენტის ცნობით, ირანში აღარ შედგება ხუთი ევროპელი კანონმდებლის დაგეგმილი ვიზიტი. პარლამენტის ცნობით, ვიზიტის ბოლო წუთში გაუქმების მიზეზი გახდა ირანის მხრიდან უარი, რომ ევროპელ პარლამენტარებს მოენახულებინათ საპატიმროში მყოფი ორი აქტივისტი. ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის თანახმად, მიუხედავად ამ უარისა, „ისინი გააგრძელებენ თ დახმარებას და ირანის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.“ მანამდე ევროპარლამენტმა ანდრეი სახაროვის ყოველწლიური პრემიის ლაურეატებად ირანელი უფლებადამცველები ნასრინ სოთოუდე და ჯაფარ პანაჰი დაასახელა. ორივე აქტივისტი ამჟამად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით ირანთან ახლომდებარე ციხეში იხდიან სასჯელს. ევროპელ პარლამენტარებს სურდათ, რომ პატიმრობა მყოფი უფლებათადამცველებისათვის პირადად გადაეცათ მოსაწევი დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დეკემბერში სტრასბურგში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG