Accessibility links

მალხაზ გულაშვილს საპატიმროდან გაათავისუფლებენ


ციხეში მყოფი მედია-ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბარში სასჯელარსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დაადასტურა, რომლის თქმითაც გულაშვილი ორთაჭალის ციხეს დღეს საღამოს დატოვებს. მედია-ჰოლდინგ ,,ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. პროკურატურის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ გულაშვილმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
XS
SM
MD
LG