Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში არ სრულდება ზავის პირობები


ყურბან-ბაირამის დღესასწაულის პერიოდში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად სირიაში კვლავ გრძელდება ბრძოლები. ზავის პირობების დარღვევის თაობაზე იუწყებიან როგორც სამთავრობო ჯარების, ისე შეიარაღებული ოპოზიციის წარმომადგენლები. იუწყებიან, რომ კვირას ბაშარ ალ ასადის ერთგული ჯარები საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ დამასკის აღმოსავლეთ გარეუბნებს. ზოგიერთი ცნობით, იერიშები ხორციელდებოდა ჰაერიდანაც. ბრძოლების შესახებ იუწყებიან ალეპოდან და სხვა რეგიონის ქალაქებიდან. ზავი, რომლის ავტორიც გაეროსა და არაბული ლიგის წარგზავნილი ლახდარ ბრახიმია, სამი დღის წინ გამოცხადდა, თუმცა ძალაში არც ერთი დღით არ შესულა. ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლებში ყოველდღიურად ათობით ადამიანი იღუპება. კონფლიქტის მხარეები კი სროლასა და პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG