Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკის შტატში გრიგალს ელოდებიან


აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება აცხადებს, რომ გრიგალ Sandy-ის მოახლოების გამო დროებით გადაიდო მატარებლების, მეტროსა და ავტობუსების მოძრაობა. მოახლოებული სტიქიური უბედურების გამო, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბევრი შეხვედრა გადადო და ფედერალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა „ჩვენ არ ვიცით, თუ სად დაგვატყდება თავს გრიგალი, სად დავინახავთ მის ყველაზე დიდ ზემოქმედებას და ამიტომაც არის სწორედ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვიმოქმედოთ მძლავრად და ვიმოქმედოთ სწრაფად, როგორც კი ადგილებიდან ინფორმაციები დაიწყებენ მოსვლას,“- განაცხად ობამამ. მოელიან, რომ გრიგალი სამშაბათს ამერიკულ შტატ დელავერს დაატყდება თავს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, მოხდება ციკლონის ერთდროული შეჯახება ორ სხვა ცივ ატმოსფერულ ფრონტთან. ხელისუფლება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების შესახებაც აფრთხილებს. მოახლოებული გრიგალის გამო, საგანგებო მდგომარეობა ექვს შტატში გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG