Accessibility links

logo-print

ესპანეთში ათასობით ადამიანი აპროტესტებს მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამას


ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ათასობით ადამიანი შეუერთდა შაბათს პარლამეტის წინ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს, რომელშიც მოქალაქეები მკაცრ ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. კერძოდ მოქალაქეები უკმაყოფილო არიან პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოიას განზრახვას, რომლის თანახმად მომავალ წელს 40 მილიარდი ევროთი უნდა შემცირდეს. საპროტესტო აქციები ანტიკრიზისული გეგმის წინააღმდეგ შაბათს ბარსელონაში, ვალენსიასა და სხვა ქალაქებში გაიმართა. ესპანეთში გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკური მონაცემები ესპანეთის ეკონომიკის შესახებ, რომლის თანახმადაც უმუშევრად დარჩენილია შრომისუნარიანი მოსახლეობის მეოთხედი.
XS
SM
MD
LG