Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედოფილიის ბრალდებით ბრიტანეთში ჰარი გლიტერი დააკავეს


ბრიტანეთის პოლიციამ 1970-იანი წლების გლემროკის „ვარსკვლავი“ ჰარი გლიტერი დააკავა. მას მცირეწლოვნებზე სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. დაპატიმრება განხორციელდა BBC-ის ცნობილი წამყვანი ჯიმი სევილის საქმის გამოძიების ფარგლებში. ტელეწამყვანს სიკვდილის შემდეგ დაადანაშაულეს სამასამდე ბავშვის გაუპატიურებაში. რაც შეეხება 68 წლის გლიტერს, ცნობილია, რომ მან მცირეწლოვანთა გაუპატიურების მიზეზით ადრე უკვე მოიხადა პატიმრობა ვიეტნამის ციხეში. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კავშირში იგი სევილის საქმესთან. BBC –ის ყოფილი ტელეწამყვანის წინააღმდეგ გამოთქმულმა ბრალდებებმა, ბრიტანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გაისმა მოწოდებები ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომის თაობაზე.
XS
SM
MD
LG