Accessibility links

ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. დღეს ის სახელმწიფო კანცელარიაში მივიდა და, როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. 15:00 საათზე მთავრობის სამუშაო სხდომა გაიმართება. "ყველა სამინისტროს დაკომპლექტება უნდა დასრულდეს. მოადგილეები უნდა დავამტკიცოთ, ამის შემდეგ მომზადდება გრაფიკი, თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. ამ პროცესს დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება", - აღნიშნა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG