Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ძლიერი ქარიშხლისთვის ემზადებიან


ასიათასობით ადამიანია ევაკუირებული შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარე შტატებიდან, სადაც მოელიან ძლიერ ქარიშხალს სახელწოდებით „სენდი“. ქარიშხალი, რომლის სიჩქარეც საათში 120-მდე კილომეტრს მიაღწევს, სავარაუდოდ, ორშაბათს ღამით, ან სამშაბათს დილით დაატყდება ნიუ ჯერსის შტატს. მას შეუერთდება ცივი ჰაერის მასები დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. უამინდობა შეეხება, სავარაუდოდ, 60 მილიონამდე ადამიანს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კვირას მოუწოდა მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისაკენ: „ცხადია, ყველა, მთელს ქვეყანაში შეშფოთებული ვართ ქარიშხალ „სენდის“ პოტენციური დარტყმით. ეს არის სერიოზული, დიდი ქარიშხალი და აღმოსავლეთ ნაპირზე (...) მყოფთა მიმართ ჩემი მესიჯია პირველ რიგში ის, რომ ამას ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ და შეასრულოთ ინსტრუქციები თქვენი შტატისა და ადგილობრივი ოფიციალური პირებისაგან, რადგან ისინი მოგაწვდიან საუკეთესო რჩევებს, როგორ გაუმკლავდეთ ქარიშხალს მომდევნო დღეებში“. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რამდენიმე შტატში, გაუქმებულია ათასობით ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.
XS
SM
MD
LG