Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა დატოვა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა


საპარლამენტო უმცირესობა კიდევ ერთმა წევრმა დატოვა. ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა პარლამენტის ბიუროს ოფიციალურად აცნობა, რომ ტოვებს უმცირესობაში შემავალ ფრაქციას - "ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები" და დამოუკიდებელ მაჟორიტართა ჯგუფს უერთდება. გიორგი გოზალიშვილმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ უმრავლესობის მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. მანამდე საპარლამენტო უმცირესობა დატოვა ნაციონალური მოძრაობის სახელით პარლამენტში არჩეულმა კიდევ ხუთმა მაჟორიტარმა დეპუტატმა. საქართველოს პარლამენტში ფრაქციის შექმნა მინიმუმ 6 დეპუტატს შეუძლია.
XS
SM
MD
LG