Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს, რომელმაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას მისალოცი წერილი გადასცა. შეხვედრის შემდეგ ამერიკელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს და მინისტრთა ახალ კაბინეტს პირველი სამუშაო დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა. რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას კვლავ დაადასტურა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სწრაფვისადმი აშშ-ის მხარდაჭერა და განცხადა, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG